Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში მიმდინარეობს დებატები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ


საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს დებატები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მისი მმართველობისგან განსხვავებით დღევანდელი მთავრობის პირობებში იკარგება სამუშაო ადგილები, იქმნება საბიუჯეტო კრიზისი და მცირდება ეკონომიკური მაჩვენებლები. ამ შეფასებებს კატეგორიულად არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, რომლებიც წინა ხელისუფლებას მართვის იძულებითი ფორმების გამოყენებაში ადანაშაულებენ. 30 სექტემბერს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად, წელს აგვისტოში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1.1% შეადგინა, წლის პირველი რვა თვის ზრდა კი 1.6%-ია.
XS
SM
MD
LG