Accessibility links

სირიაში ჩავიდნენ ექსპერტები ქიმიური იარაღის დემონტაჟის დასაწყებად


სირიაში ჩავიდნენ განიარაღების ექსპერტები, ქიმიური იარაღის დემონტაჟის დასაწყებად. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები სამშაბათს გადავიდნენ ლიბანიდან სირიის ტერიტორიაზე ავტოკოლონით, რომლითაც აღჭურვილობაც ჩაიტანეს. ექსპერტების მისია უზრუნველყოფილია გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით, შეერთებული შტატების და რუსეთის შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება დაიდო მას შემდეგ, რაც 21 აგვიტოს დამასკთან ქიმიური იარაღით თავდასხმამ შეიწირა, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი. სირიის მთავრობამ უარყო ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, მაგრამ დაყაბულდა ქიმიური იარაღის განადგურებას, დასავლეთის სამხედრო ინტერვენციის თავიდან ასაცილებლად. ორშაბათს სირიიდან გაემგზავრა გაეროს ინსპექტორების გუნდი, რომელსაც ევალება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შვიდი სავარაუდო შემთხვევის, მათ შორის 21 აგვისტოს თავდასხმის გამოძიება.
XS
SM
MD
LG