Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ დაპატიმრებულმა წევრმა შიმშილობა შეწყვიტა


ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა წევრმა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ შიმშილობა შეწყვიტა. რუსეთის ომბუდსმენ ვლადიმირ ლუკინის განცხადებით, ტოლოკონიკოვამ ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც პენიტენციალური სისტემის მმართველმა ფედერალურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ შეასრულებს მის მოთხოვნას სხვა კოლონიაში გადაყვანის შესახებ. სამშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს ექსპერტებმა დაადასტურეს ტოლოკონიკოვას განცხადება პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ და ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, შეისწავლონ ვითარება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც მორდოვეთის რესპუბლიკაში მდებარეობს. ტოლოკონიკოვა საავადმყოფოში მოათავსეს ორშაბათს - ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყო ციხეში შექმნილი პირობების გასაპროტესტებლად. ტოლოკონიკოვას დაპატიმრება მოხდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულ აქციას, რომელიც 2012 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში ჩაატარა „პუსი რაიოტის“ რამდენიმე წევრმა.
XS
SM
MD
LG