Accessibility links

ნეტანიაჰუ: ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ეს განცხადება ნეტანიაჰუმ გააკეთა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას. მან „ცხვრის ტყავში გახვეული მგელი“ უწოდა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის, რომელიც, ნეტანიაჰუს სიტყვებით, ირანის მმართველი „რეჟიმის ერთგული მსახურია“. ისრაელის პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ სანქციებისა და დამაჯერებელი სამხედრო მუქარის კომბინაცია არის ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ მშვიდობიანი გზით მოხერხდეს ირანისათვის ხელის შეშლა ბირთვული იარაღის შექმნაში. ორშაბათს ნეტანიაჰუ ვაშინგტონში შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელსაც მოუწოდა ირანზე ზეწოლის გაგრძელებისაკენ. ისრაელისა და შეერთებული შტატების ლიდერების ამ შეხვედრამდე სამი დღით ადრე, ობამა ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტს. ეს იყო ირანისა და შეერთებული შტატების პირველი საუბარი 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG