Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმე გახსნილია


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებული საქმე გახსნილია. ცნობების თანახმად,, მინისტრმა ამის შესახებ დღეს უთხრა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ამ საკითხზე ბრიფინგი ხუთშაბათს გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროში. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს ცნობას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, პირს, რომელმაც "ჯიჰადის" სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმე ეხება ინტერნეტპორტალ Youtube-ზე წელს, 6 ივნისს გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც შეიცავს მუქარას ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG