Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ფედერალური უწყებების დაფინანსების შეწყვეტაში რესპუბლიკური პარტია დაადანაშაულა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სამშაბათს ბრალი დასდო ოპოზიციურ, რესპუბლიკურ პარტიას, რომ მათ გამო შეჩერდა ფედერალური უწყებების მუშაობის დაფინანსება. ობამას თქმით, რესპუბლიკურ პაპრტიას ჯვაროსნული ლაშქრობას მართავს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეფორმების წინააღმდეგ. კონგრესის წევრი რესპუბლიკელების უმრავლესობა წინააღმდეგია ამ რეფორმისა. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სენატმა მხარი დაუჭირა იმას, რომ თვენახევრით გადაიდოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იმ წინადადების განხილვა, რომელიც საგანგებო საბიუჯეტო ხარჯების შესახებ კანონპროექტში შესწორებებს ეხება. აშშ-ის მთავრობა შეუდგა ფედერალური უწყებების დახურვას მას შემდეგ, რაც კონგრესში ჩავარდა დროებითი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. შუაღამისას ვაშინგტონში, თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა გასცა ბრძანება ფედერალური უწყებების დახურვის დაწყების შესახებ. ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა იძულებული გახდა შეწყვიტოს მუშაობა კონგრესში საბიუჯეტო კანონპროექტის ჩავარდნის გამო.
XS
SM
MD
LG