Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას


აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თუ მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო გამოყენების თავიდან აცილებას. დოკუმენტი ხელმოწერილ იქნა სამშაბათს, სეულში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის მსვლელობაში. შეთანხმების დეტალებზე არაფერს იუწყებიან. ჰეიგელის თქმით, აშშ-მა აიღო ვალდებულება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამხედრო ძალა, რაც უზრუნველყოფს მისი მოკავშირე სამხრეთ კორეის „მასშტაბურ დაცვას“ ჩრდილოეთ კორეისაგან. ჰეიგელმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ლიმ კვამ ჰინმა ასევე იმსჯელეს სეულის წინადადებაზე, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომის შემთხვევაში ამერიკული სარდლობა გააგრძელებს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების მართვას. სამხრეთი კორეა გეგმავს, რომ 2015 წლისათვის თავად აიღოს საომარი მდგომარეობის მართვის სადავეები.
XS
SM
MD
LG