Accessibility links

logo-print

ნატო მოსკოვს მოუწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაუქმებისაკენ


"მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება", - აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმას ეხება. რასმუსენი შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის გამო. „ამას ნეგატიური გავლენა აქვს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებზე. მოვუწოდებ რუსეთის მხარეს მათი დემონტაჟისკენ", - ნათქვამია ნატო გენერალური მდივნის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG