Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თალიბანი ზავის პირობებს ასახელებს


პაკისტანის შეურიგებელი თალიბანის დაჯგუფება (თეჰრეკი თალიბან პაკისტანი) მზად არის დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუკი პირველად ხელისუფლება გამოცხადებს დაზავებას. ოთხშაბათის განცხადება წარმოადგენს პასუხს პაკისტანის სუნიტური რელიგიური დაწესებულებების მმართველი კონსერვატიულად განწყობილი სუნიტი ლიდერების მოწოდებაზე. ორშაბათს ვიფაქულ მადარისმა (ისლამისტური სკოლების ასოციაციის) ხელისუფლებასა და თალიბანს შორის დაპირისპირებას „სამოქალაქო ომის მსგავსი სიტუაცია“ უწოდა და მოუწოდა ორივე მხარეს, რათა დაუყოვნებლად შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. შაჰიდულა შაჰიდმა, თალიბანის სავარაუდო სპეციალურმა წარმომადგენელმა პაკისტანის ყოველდღიურ „დაუნის“ გამოცემას განუცხადა, რომ ხელისუფლებამ პირველმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო ოპერაციების თალიბანის წინააღმდეგ და შემდეგ უნდა უხელმძღვანელოს დასრულების პროცესს. მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ისლამაბადი თალიბანთან უპირობო მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა, პაკისტანში ექსტრემისტების თავდასხმებში ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG