Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა სამთავრობო სტრუქტურების „ნაწილობრივი“ დაფინანსების წინააღმდეგია


მაშინ, როცა აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურების მეორე დღეა ნაწილობრივ დახურული, კანონმდებლებს ჩანს კვლავ ბევრი უკლიათ საბიუჯეტო კანონზე თანხმობის მიღწევამდე. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბარაკ ობამა ვეტოს დაადებს ნებისმიერი ნაწილობრივი დაფინასების კანონს, რითაც დაფინანსება აღუდგებათ მხოლოდ ხელისუფლების ცალკეულ მიმართულებას, როგორიცაა ეროვნული პარკები და ვეტერანების პროგრამა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობა დაადანაშაულა იმ გადაწყვეტილების გამო, რასაც ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად მოჰყვა მთავრობის სტრუქტურების დახურვა. „მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, რომ საშუალება მისცეს მთავრობას განაახლოს მუშაობა, აღდგეს იმ სამსახურების მუშაობა, რომლებზეც ამერიკელები არიან დამოკიდებულნი და შესაძლებლობა მიეცეს სახლში გაშვებულ საჯარო მოხელეებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რესპუბლიკელები გააცნობიერებენ, რომ დაუშვებელია მთელი ეკონომიკა იდეოლოგიური მოთხოვნების მძევლად იქცეს.“ ბარაკ ობამამ რესპუბლიკელები პრეზიდენტის მიერ შემუშავებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წინააღმდეგ „ჯვაროსნულ იდეოლოგიური ლაშქრობაში" დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG