Accessibility links

logo-print

ულტრამემარჯვენე ბერძენი პოლიტიკოსი სასამართლოს წინაშე წარდგა


საბერძნეთში ულტრამემარჯვენე პარტიის „ოქროს განთიადის“ ლიდერი, ნიკოს მიხალოლიაკოსი, რომელსაც დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება ედება ბრალად, ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბრალდებებს შორისაა მკვლელობა, თავდასხმა და ფულის გათეთრება. ნიკოს მიხალოლიაკოსი საბერძნეთის პარლამენტარის იმ ექვს დეპუტატთა შორისაა, რომლებიც გასულ კვირას დააპატიმრეს 34 წლის ანტიფაშისტი რეპერის პავლოსა ფისას მკვლელობის გამო დაწყებული არეულობის შემდეგ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ოქროს განთიადმა“ საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში 18 ადგილი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG