Accessibility links

logo-print

კეტრინ ეშტონმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ბარიერების აღმართვის გამო


საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ბარიერების აღმართვის გამო შეშფოთება გამოთქვა და რუსეთს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და რეგიონების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეშტონმა კვლავ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG