Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტს


იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ ნდობა გამოუცხადა ენრიკო ლეტას მთავრობას. 305 სენატორდან მთავრობას მხარი დაუჭირა 235-მა დეპუტატმა. ნდობის მოპოვება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც კოალიციაში შემავალი მემარჯვენე-ცენტრისტების ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ შეცვალა პირვანდელი პოზიცია და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ლეტას კაბინეტს. გასულ კვირას მთავრობის შემადგენლობა დატოვა ბერლუსკონის პარტიის „თავისუფალი ხალხის“ მომხრე ხუთმა მინისტრმა, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით გადასახადების გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ.
XS
SM
MD
LG