Accessibility links

logo-print

ობამა კონგრესის ლიდერებს შეხვდება ფედერალური უწყებების დახურვის გამო


ვაშინგტონიდან გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებს შეხვდება, რათა მათ მოუწოდოს დახურული ფედერალური უწყებების ისევ ამოქმედებისაკენ და ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ. აშშ-ის ფედერალური უწყებების ნაწილი უკვე მეორე დღეა დახურულია მას შემდეგ, რაც კონგრესში ჩავარდა დროებითი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. საინფორმაციო საშუალებები ვაშინგტონიდან გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ობამა კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც გააუქმებს მთავრობისთვის ვალის აღებაზე დაწესებულ 16,7 ტრილიონი დოლარის ლიმიტს. ამ ლიმიტის მოხსნის გარეშე აშშ-ის მთავრობას შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ამოეწუროს ხარჯების გასასტუმრებელი ფული. ასეთ შემთხვევაში, შეერთებული შტატები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ვერ შეძლებს ვალების გასტუმრებას.
XS
SM
MD
LG