Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საელჩოს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს ცეცხლი გაუხსნეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში რუსეთის საელჩოს. ამას გარდა, დაუდგენელმა პირებმა საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, საგარეო უწყების წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსი დიპლომატები თავდასხმის დროს არ დაჭრილან. მანამდე ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ გაავრცელა ცნობა ლიბიაში რუსეთის საელჩოზე თავდასხმის შესახებ. ვრცელდება, აგრეთვე, ლიბიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობა, რომლის თანახმადაც ვარაუდობენ, რომ თავდასხმით გამოხატულ იქნა პროტესტი სამშაბათს ტრიპოლიში ლიბიელი ოფიცრის მკვლელობის გამო. ამ ცნობით, მკვლელობაში რუს ქალს ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG