Accessibility links

logo-print

დვანელთა თქმით, ახლა "კინკლაობის დრო არ არის"


სოფელ დვანში შელაპარაკება მოხდა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრო ბარნოვს შორის. ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა თბილისელი ექიმების მიერ დვანელების სამედიცინო გამოკვლევის პროცესს, ხოლო ბარნოვმა დაზარალებულებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეძენილი სურსათი ჩაიტანა. ბარნოვმა ხელისუფლება მავთულხლართით გაყოფილი სოფლის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტასა და უყურადღებობაში დაადანაშაულა, მინისტრმა კი ამ ქმედების საფუძვლად ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილება დაასახელა. სერგეენკოსა და ბარნოვის კამათში ადგილობრივი მოსახლეობა და ექიმებიც ჩაებნენ. დვანელები და ბარნოვი არკვევდნენ, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი. დვანელთა აზრით, პოლიტიკური კინკლაობა უნდა დასრულდეს და საერთო პრობლემის მოგვარებაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს.

XS
SM
MD
LG