Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი მსხვერპლი მოჰყვა იტალიიის სანაპიროსთან მიგრანტთა გემის ჩაძირვას


დიდი მსხვერპლი მოჰყვა იტალიის სამხრეთში მიგრანტების გემის ჩაძირვას. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია სულ ცოტა 82 ადამიანი. "სიენენის" ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 94-ია. გემის მგზავრები თავის გადასარჩენად ზღვაში გადახტნენ მას შემდეგ, რაც გემს პრობლემა შეექმნა იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ ლამპედუსასთან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მოელიან მსხვერპლის რიცხვის გაზრდას. წინასწარი ინფორმაციით, გემზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი იტალიელი ექიმის ინფორმაციით, მგზავრები სომალიდან იყვნენ. კუნძული ლამპედუსა ტუნისსა და სიცილიას შორის მდებარეობს და ევროკავშირში მიგრანტების შედინების ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტია. მიმდინარე კვირაში ეს იტალიის სანაპიროსთან მიგრანტთა გემის ჩაძირვის მეორე შემთხვევაა - ორშაბათს 13 მიგრანტი დაიღუპა კუნძულ სიცილიასთან გემის ჩაძირვის გამო.
XS
SM
MD
LG