Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 15 ადამიანი დაიღუპა თალიბანის ყოფილ საველე მეთაურზე თავდასხმისას


პაკისტანელი თალიბები თავს დაესხნენ ყოფილი თალიბი საველე მეთაურის, მოლა ნაბი ჰანაფის სახლს, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 15 შეიარაღებული პირი დაიღუპა. ინციდენტი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოხდა. უშიშროების ძალების ცნობით, დაიჭრა ათი ადამიანი, მათ შორის ჰანაფი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ამავე წყაროს ცნობით, პაკისტანში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფის, „ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ წევრი თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა ჰანაფის სახლს. ამის შემდეგ თავდასხმა შეიარაღებულმა პირებმა გააგრძელეს. ჰანაფი თალიბანის საველე მეთაური იყო, მაგრამ 2009 წელს ჩამოშორდა „ტეჰრიკ-ე-თალიბანს“. მას თავისი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.
XS
SM
MD
LG