Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პატივს მიაგებენ 1993 წლის ოქტომბრის მოვლენების მსხვერპლის ხსოვნას


მოსკოვში პატივს მიაგებენ 1993 წლის ოქტომბრის მოვლენების - მაშინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინსა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების - მსხვერპლთა ხსოვნას. 20 წლის წინ მოსკოვის ქუჩებში შეტაკებებმა, სულ ცოტა, 150 ადამიანი იმსხვერპლა. დაპირისპირება მოჰყვა ელცინის ბრძანებულებას პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) დათხოვნის და პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შესახებ. პარლამენტის მომხრეებმა გაარღვიეს მილიციის კორდონი თეთრ სახლთან (მაშინდელ პარლამენტის შენობასთან) და მერიის შენობა დაიპყრეს, შემდეგ ტელეცენტრ „ოსტანკინოს“ აღებაც სცადეს. ელცინის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ რუცკოიმ, რომელიც მერიის შტურმს ხელმძღვანელობდა და დემონსტრანტების ჯგუფს „ოსტანკინოს“ ტელეცენტრის აღება დაავალა, დღეს რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში სინანული გამოთქვა გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG