Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სჯერა შსს-ს ვერსიის


„ჯიჰადის ვიდეოს“ საქმის შესახებ შსს-ს ვერსიის არ სჯერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მისი ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის შეფასებით, სამინისტრო სხვადასხვა ვერსიას იგონებს, რათა საზოგადოება დააჯეროს, რომ საქმის სრულად გახსნა შეუძლებელია. ”ვერსია, რომელიც მოგვაწოდეს, ტყუილია, რადგან თუ საქმე ერთი თვის წინ გახსნეს, დაავიწყდათ?!” - განაცხადა ბარნოვმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
XS
SM
MD
LG