Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანში ოპოზიციისა და მედიის შევიწროვებით


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციონერებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გამო. საპრეზიდენტო არჩევნები 9 ოქტომბერს იმართება. ევროკავშირის განმარტებით, ზეწოლა გამოიხატება დაშინებით, საეჭვო ბრალდებების საფუძველზე დაპატიმრებით, „საერთაშორისო სტანდარტებისა და ბრალდებულის უფლებების სათანადო პატივისცემის“ გარეშე განაჩენის გამოტანით. ეს შეფასება გამოთქმულია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფიულეს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ევროკავშირი აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან მოელის სამართალდარღვევათა სწრაფად, გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოძიებას, რათა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG