Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში შედგა მოლაპარაკება დნესტრისპირეთის საკითხებზე


ბრიუსელში გაიმართა მოლაპარაკება მოლდავეთის შემადგენლობაში შემავალი დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოლაპარაკება გაიმართა ფორმატით "5+2" და მასში მონაწილეობა მიიღეს მოლდავეთმა, დნესტრისპირეთმა, რუსეთმა, უკრაინამ და ეუთომ, აგრეთვე - მეთვალყურის სტატუსით - ევროპის კავშირმა და აშშ-მა. შეხვედრის შემდეგ ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა კონფლიქტების საკითხებში ანდრეი დეშჩიცამ განაცხადა, რომ კმაყოფილია მოლაპარაკების მსვლელობით, თუმცა დასძინა, რომ რაიმე ხელშესახები შედეგისთვის მხარეებს არ მიუღწევიათ. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, დეშჩიცამ დასძინა, რომ მოლაპარაკება სამუშაო ჯგუფების შეხვედრების დონეზე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG