Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“


საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების რიგით მე-6 საერთაშორისო გამოფენა "არტისტერიუმი" დაიწყო. "არტისტერიუმი" წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე წარმოაჩენს. "2013 წლის მე-6 არტისტერიუმის თემაა: "ვარ მე შენ?" / "Am I You?". თემა მონაწილეებს სთავაზობს "სხვისი", როგორც ფენომენის კვლევას. გამოფენის მიზანია, მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან შეგუების ალტერნატიული გზების ძიება, მატერიალური სამყაროს არამატერიალურთან შერწყმა და არსებული რეალობის ასახვა, რომლებიც გარკვეულ დამოკიდებულებებს გვიყალიბებენ", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში, "არტისტერიუმი 6/2013" ფართო საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს, გამოფენის თემებისადმი მიძღვნილ დისკუსიებს, პრესკონფერენციებს, მასტერკლასებს, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG