Accessibility links

არგენტინის პროკურატურა ითხოვს ექსპრეზიდენტის დაკავებას


არგენტინის პროკურატურა ქვეყნის ექსპრეზიდენტის ფერნანდო დე ლა რუას ექვსი წლით პატიმრობას ითხოვს და ბრალს სდებს მას 2000 წელს სენატორების მოსყიდვაში. გამოძიების ვერსიით, დე ლა რუამ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატს ქრთამი გადაუხადა, რათა ამ უკანასკნელთ ხმა მიეცათ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ახალი შორმის კოდექსისათვის. ქრთამის აღების ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა ელით ასევე ყოფილ სენატორებსაც. ფერნანდო დე ლა რუამ პოსტი დატოვა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2001 წელს, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. აქციების დროს პოლიციელებთან შეტაკებას რამდენიმე მანიფესტანტი ემსხვერპლა. გასულ წელს, არგენტინის უმაღლესმა სასამართლომ დე ლა რუას მოუხსნა ბრალდება მანიფესტანტების დაღუპვის საქმეში.
XS
SM
MD
LG