Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას


რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორმა კი დაზიანება მიიღო. "ინტერფაქსი" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრაგედია სუმსკის ოლქში პუნქტ "ბაჩევკაზე" მანქანის შემოწმების დროს მოხდა. მანქანა, საზღვარს რუსეთის ტერიტორიიდან, მოსკოვის დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე მიუახლოვდა. მანქანამ თითქმის შეძლო შემოწმების გავლა, თუმცა მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა მანქანაში მყოფ მამაკაცს პასპორტის წარდგენა მოსთხოვეს, გაირკვა, რომ პასპორტი მას არ ეკუთვნოდა. მამაკაცმა მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი მესაზღვრეები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დროისათვის უკრაინის მესაზღვრეები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი. სასაზღვრო პუნქტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დროებით დაკეტილია. ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია რუსული მხარე. აფეთქების ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.
XS
SM
MD
LG