Accessibility links

თურქეთი მანდატს უგრძელებს სირიის ტერიტორიაზე განთავსებულ თურქულ ჯარებს


ხუთშაბათს, თურქეთის პარლამენტმა სირიის ტერიტორიაზე განთავსებულ თურქულ ჯარებს ერთი წლით გაუზარდა მანდატი. მანდატის გაზრდის ინიციატივით მემარჯვენე პარტია გამოვიდა, რომელიც თურქეთის პარლამენტში მნიშვნელოვანი უმრავლესობით არის წარმოდგენილი. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიის რეჟიმი, რომელმაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთისთვის, რომელსაც სირიასთან 900-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა გამოწვიოს თურქეთის ომში ჩაბმა. ამ დროისათვის არსებული მანდატი დღეს იწურება.
XS
SM
MD
LG