Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი: თურქეთს "ძვირად დაუჯდება" სირიაში მეამბოხეების მხარდაჭერა


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თურქეთს აფრთხილებს, რომ ძვირად დაუჯდება სირიაში მეამბოხეების მხარდაჭერა. ინტერვიუში, რომელიც პარასკევს აჩვენა თურქეთის ტელევიზია „ჰალკმა“, ბაშარ ალ-ასადი ამბობს, რომ „ახლო მომავალში ეს ტერორისტები გავლენას მოახდენენ თურქეთში და თურქეთს ძვირად დაუჯდება“ ამბოხებაში შეტანილი წვლილი. თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს ამბოხებას სირიაში. ამასთან, ანკარა უარყოფს ბაშარ ალ-ასადის ბრალდებას, თითქოს ეხმარებოდეს სირიაში მეამბოხეებთან ერთად მებრძოლ ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფებს.
XS
SM
MD
LG