Accessibility links

logo-print

მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული სიტყვა


50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. ეს იყო კაცი, რომელსაც სჯეროდა ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის იდეის გამარჯვებისა, კაცი, რომელიც ამ იდეების განხორციელებაზე ოცნებობდა. საქართველოში კინგის სიტყვას არც 1963 წელს ჰქონია დიდი გამოხმაურება და ეს თარიღი არც წელს აღუნიშნავთ განსაკუთრებული ინტერესით. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენში, უბრალოდ, დღის წესრიგში არ იდგა იმ პრობლემებზე, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეთოდებზე საუბარი, რომლებიც მარტინ ლუთერ კინგმა გაახსენა ამერიკელებს. სეზონის პირველ გადაცემას „წითელი ზონა“ მარტინ ლუთერ კინგს უძღვნის - ლეგენდარულ ამერიკელ აქტივისტსა და ადამიანის უფლებების დამცველს; ახალ სეზონში გიორგი გვახარიას პირველი სტუმარი კი ამერიკანისტი გელა ჩარკვიანია.

XS
SM
MD
LG