Accessibility links

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს


პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის რეიტინგით კოალიცია ”ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით. ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ ”გრინბერგ ქუინლან როსნერმა” (Greenberg Quinlan Rosner) პირისპირ ინტერვიუს წესით, სექტემბრის შუა რიცხვებში გამოკითხა 1 204 რესპონდენტი. შეკითხვას, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 43%-მა უპასუხა, რომ გიორგი მარგველაშვილს, 22% დავით ბაქრაძეს ემხრობა, 8% ნინო ბურჯანაძეს და 5% შალვა ნათელაშვილს. ამავე კვლევით, თითო-თითო პროცენტი აქვთ გიორგი თარგამაძეს და კობა დავითაშვილს, გამოკითხულთა 17%-ს კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევითვე, მაისის შემდეგ 58%-დან 45%-მდეა შემცირებული რაოდენობა იმ რესპონდენტებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და 28%-დან 50%-მდეა გაზრდილი მათი რაოდენობა, ვინც უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ მოლოდინი არ გაამართლა.
XS
SM
MD
LG