Accessibility links

ემზარ გოგუაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში კრიზისია


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში კრიზისია - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ. მისი განმარტებით, კვორუმის არარსებობის გამო მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვეღარ შეძლებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ახალი გენერალური დირექტორის არჩევას. გოგუაძის განცხადებით, საბჭოს ამჟამინდელ ცხრაწევრიან შემადგენლობას გადაწყვეტილებათა მისაღებად მინიმუმ რვა ხმა სჭირდება, თუმცა, ორმა მეურვემ საბჭო დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე უარი თქვეს ეკა მაზმიშვილმა და ავთანდილ ანთიძემ. მათი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
XS
SM
MD
LG