Accessibility links

logo-print

დაიწყო გამოძიება ახალაიას საკანში შეხვედრების ამასხველი ჩანაწერების გავრცელების გამო


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩანა ახალაიას შეხვედრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების გამო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის განმარტებით, ”გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული ბაჩანა ახალაიას და ცალკეული პირების შეხვედრებსა და საუბარს.” ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების საფუძვლად იქცა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG