Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი შეშფოთებულია ეგვიპტეში მომხდარი შეტაკებით


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეშფოთება გამოთქვა ეგვიპტეში ძალადობის ზრდასთან, რასაც 4 ოქტომბერს კაიროს ქუჩებში სისხლიანი შეტაკება მოჰყვა. კაიროში დამხობილი პრეზიდენტის, მოჰამად მურსის ასობით მომხრე ჩაერთო სვლაში ტაჰრირის მოედნისაკენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების მიერ ცრემლმდენი გაზის გამოყენება და ჰაერში სროლის დაწყება, დემონსტრანტების სვლის შესაჩერებლად. შეტაკებებში 4 კაცი დაიღუპა. პარასკევს კაიროში კიდევ ორი აქცია ჩატარდა, მათ შორის რაბაა ელ-ადავიაის მეჩეთთან, სადაც აგვისტოში ძალა იქნა გამოყენებული მურსის მომხრეთა საპროტესტო ბანაკის დასაშლელად. ბან კი მუნმა შეახსენა მხარეებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს „საპროტესტო აქციების მშვიდობიანად ჩატარებას.“
XS
SM
MD
LG