Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინის მთავრობას ტიმოშენკოს განთავისუფლებისაკენ მოუწოდეს


ევროკავშირის ორმა წარმომადგენელმა მოუწოდეს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტ პეტ კოქსმა დ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნიევსკიმ აღნიშნული თხოვნით იანუკოვიჩს პარასკევს გამართული შეხვედრის დროს მიმართეს. ხერხემლის პრობლემის გამო ტიმოშენკო დათანხმდა მკურნალობის კურსის გერმანიაში გავლას. ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებისას ჩადენილი დანაშაულის გამო მიუსაჯეს. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG