Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალალა იუსაფზაის ანა პოლიტკოვსკაიას პრემია მიენიჭა


პაკისტანელ სკოლის მოწაფეს 16 წლის მალალა იუსაფზაის, რომელიც გასულ წელს თალიბანის თავდასხმას გადაურჩა, ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია მიენიჭა. ახალგაზრდა აქტივისტი თალიბანის სამიზნე მაშინ გახდა, როდესაც გასულ ოქტომბერში აწარმოებდა კამპანიას თალიბანის მხრიდან გოგონებისთვის განათლების შეზღუდვის მცდელობის წინააღმდეგ. გოგონას თალიბანის შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს მისი „პროვოკაციული ტექსტების“ გამო, რომლებსაც მალალა 11 წლის ასაკიდან აწარმოებდა ბიბისისთვის. სტატებში კრიტიკულად იყო შეფასებული თალიბანის მხრიდან გატარებული მცდელობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, სვატის ხეობაში ისლამისტური მმართველობის დასამყარებლად. პაკისტანელ უფლებათადამცველ გოგოს პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია პარასკევს ლონდონში გადასცა 90 წლის ნიკოლას უინტონმა, რომელმაც ნაცისტური ოკუპაციის დროს ჩეხოსლოვაკიაში ასობით ებრაელი ბავშვი გადაარჩინა.
XS
SM
MD
LG