Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტულ „ალ შაბაბის“ დაჯგუფებაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


სომალის ისლამისტური დაჯგუფება „ალ შაბაბი“ აცხადებს, რომ მათი ერთი მებრძოლი დაიღუპა ორგანიზაციის ერთ-ერთ შენობაზე უცხოეთის სპეცდანიშნულების რაზმის თავდასხმას შედეგად. შვეულმფრენით გადმოსროლილი „უცხო ძალის“ იერიში ქალაქ ბარავეში მოხდა, რომელიც დედაქალაქ მოგადიშუდან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უცნობია, თუ რომელი ქვეყნის სპეცდანიშნულების ნაწილმა განახორციელა აღნიშული თავდასხმა. 2009 წლის სექტემბერში, „ზღვის ლომებად“ ცნობილმა აშშ-ის საზღვაო დესანტმა იმავე ქალაქში ჩაატარა სპეცოპერაცია. დაიღუპა ექვსი კაცი, მათ შორის ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი, ძებნაში მყოფი სალეჰ ალი სალეჰ ნაბჰანი. ალ ყაიდის მოკავშირე ალ შაბაბას დაჯგუფებამ ორი კვირის წინ სისიხლიანი თავდასხმა მოაწყო კენიაში მდებარე სავაჭრო ცენტრზე, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG