Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი მინისტრები და საველე მეთაურები აპირებენ


კვირას ავღანეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადები, როგორც მთავრობის ყოფილმა წვერებმა, ისე საველე მეთაურებმა და სასულიერო პირებმაც შეიტანეს. პრეტენდენტებს შორის არიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა, ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ განი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი აბდულ წაჰიმ ვარდაკი. კანდიდატად დარეგისტრირებას აპირებს ასევე ქვეყნის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ძმა, ქაიამ კარზაი. პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატია გავლენიანი სალაფიტი ლიდერი აბდულ რაბ რასულ საიაფი და აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციის ყოფილი გუბერნატორი გულ აღა შერზაი. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა კვირას შუადღით დასრულდა. სარეგისტრაციო განაცხადების შემოწმების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო სიას გამოაქვეყნებს. ავღანეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წელს გაიმართება.
XS
SM
MD
LG