Accessibility links

logo-print

ასადი აცხადებს, რომ არ აპირებს მეამბოხეებთან მოლაპარაკებას


სირიის პრეზიდენტი გამორიცხვას ყოველგვარ მოლაპარაკებას მეამბოხეებთან, თუკი ისინი იარაღს არ დაყრიან. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში აღნიშნა ასადმა, რომელსაც არ სჯერა, რომ მეამბოხეებთან მოლაპარკების გზით შესაძლებელი იყოს იმ კონფლიქტის დასრულება, რომელსაც 100 ათასი ადამიანზე მეტი შეეწირა. ასადი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნივთმტკიცების ნატამალიც კი არ აქვს, რომ 21 აგვისტოს დამასკთან ახლოს სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს ზარინის მომწამლავი გაზი. ამასთან სირიის ლიდერმა დახმარებისთვის შეაქო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინი, რომელსაც ჩეჩნეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო, ყველაზე უკეთ ესმის სირიაში შექმნილი ვითარება. ასადი აღიარებს მისი მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს, ოპოზიციის დაშლის დროს თავდაპირველად გამოჩენილი სისასტიკის გამო, თუმცა აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს „ტერორიზმის წინააღმდეგ და დაიცავს საკუთარ ქვეყანას.“
XS
SM
MD
LG