Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ათეულობით მსხვერპლი მოჰყვა ახალ შეტაკებებს


დაახლოებით 28 კაცი დაიღუპა ეგვიპტის უშიშროების ძალებსა და დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მორის მომხრეებს შორის კაიროში მომხდარ შეტაკებას. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას მომხდარ ძალადობაში 100-მა კაცმა მიიღო სხეული დაზიანებები. გავრცელებული ცნობებით შეტაკებები კაიროს გარეუბნებსა და სხვა ქალაქებში მაშინ მოხდა, როდესაც სამხედრო ძალებით ზურგგამაგრებული ეგვიპტის მთავრობა 1973 წლის ისრაელ-არაბეთის ომის 40-ე წლისთავს აღნიშნავდა. კაიროში პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და ჰაერში სროლით სცადა მორსის ათასობით მომხრის შეჩერება, რომლებიც სამხედროების თავშეყრის ადგილზე ტაჰრირის მოედანთან მისვლას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG