Accessibility links

სააკაშვილმა ოლიმპიადასთან დაკავშირებით პუტინის ზრახვები იწინასწარმტყველა


"რუსული იმპერიული არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე, პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს "თავი ჩააყოფინონ ტალახში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება. პუტინი ამ ოლიმპიადას აფხაზეთის და ცხინვალის იდეის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს, აცხადებს სააკაშვილი და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდა. „მე არ ვახორციელებ ზეწოლას ოლიმპიურ კომიტეტზე, ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს. მაგრამ ისინი, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური კომიტეტი არიან, არიან ქართველები და ქართველს უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG