Accessibility links

გაეროს ექსპერტებმა სირიაში ქიმიური არსენალის ლიკვიდაცია დაიწყეს


ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის შემსწავლელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ექსპერტებმა სირიის ხელთ არსებული ქიმიური არსენალის განადგურების პროცესი დაიწყეს. აღნიშნული განცხადება კვირას გაეროს იმ წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც განიარაღების ინსპექტორებთან ერთად მუშაობენ. მისია ჩამოყალიბდა გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, რომელსაც წინ უძღოდა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმება. რეზოლუციის თანახმად, სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის ლიკვიდაცია 2014 წლის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG