Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 20-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა პრეზიდენტობის კანდიდატად


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 20-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა. კანდიდატების რეგისტრაცია 6 ოქტომბერს დასრულდა. საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 2014 წლის აპრილში უნდა გაიმართოს. საარჩევნო კომისია კანდიდატთა საბოლოო სიას 16 ნოემბერს გამოაქვეყნებს. კანდიდატებს შორის არიან ყოფილი და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრები აბდულა აბდულა და ზალმაი რასული, ყოფილი ფინანსთა მინისტრები აშრაფ ღანი და ანვარულ ჰაქ აჰადი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი აბდულ რაჰიმ ვარდაკi. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა აგრეთვე პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმა ქაიამ კარზაი. ცნობილ კანდიდატებს შორის არიან აგრეთვე ავღანეთის სალაფისტთა ლიდერი აბდულ რაბ საიიაფი და აღმოსავლეთის პროვინცია ნანგარარის ყოფილი გუბერნატორი გულ აღა შერზაი.
XS
SM
MD
LG