Accessibility links

logo-print

გამოვლინდნენ ნობელის ლაურეატები მედიცინის დარგში


ორ ამერიკელ და გერმანელ მეცნიერს 2013 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ მედიცინისა და ფსიქოლოგიის დარგში. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს შვედეთის აკადემიამ გაავრცელა. ჯეიმს როტმანი და რენდი შეკმანი და გერმანელი ტომას ზიუდჰოფი ამ ყველაზე პრესტიჟული პრემიით დაჯილდოვდნენ აღმოჩენისათვის, თუ როგორ ხდება ქსოვილების სისტემის ტრანსპორტირება. სტოკჰოლმში დღეს დაიწყო ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოვლენის პროცესი. ყველაზე დიდი მოლოდინი უკავშირდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოვლენას, რაც ოსლოში ხუთშაბათს მოხდება. პრეტენდენტთა შორისაა პაკისტანელი ყმაწვილი ქალი, გოგონების განათლების უფლებებისათვის მებრძოლი მალალა იუსაფზაი, რომელსაც გასულ წელს თალიბებმა ექსტრემისტებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს და ტყვია თავში ესროლეს.
XS
SM
MD
LG