Accessibility links

ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირებმა ჯარისკაცები დახოცეს


ეგვიპტის უშიშროების უწყების ინფორმაციით შეიარაღებულმა პირებმა ორშაბათს ხუთი ეგვიპტელი ჯარისკაცი დახოცეს სუეცის არხთან მდებარე ქალაქ ისმაილიაში. ოფიციალური ცნობის თანახმად, ჯარისკაცებს მაშინ გაუხსნეს ცეცხლი, როდესაც ისინი მანქანაში სხდებოდნენ. ინცინდენტი მოხდა ქალაქის ჩრდილოეთით, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ექსტრემისტები რეგულარულად ესხმოდნენ თავს უშიშროების ძალებს. იმავე დღეს, უცნობმა მოიერიშემ ყუმბარსატყორცნიდან გასროლით კაიროში ერთ-ერთი სატელიტური ანძა გამოიყვანა მწყობრიდან. კიდევ ერთი მძლავრი აფეთქება ორშაბათს სინაში, სადაც უშიშროების ძალებთან მომხდარი მანქანის აფეთქების შედეგად ორი კაცი დაიღუპა და 48 დაიჭრა. ეგვიპტელი სამხედროები სუეცის არხის მახლობლად და სინას ნახევარკუნძულთან ინტენსიურ სამხედრო ოპერაციას ატარებენ ისლამისტი გასამხედროებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებმაც ათობით პოლიციელი და სამხედრო დახოცეს.
XS
SM
MD
LG