Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმას


საქართველოს მთავრობა სპორტული თამაშების "ზედმეტი პოლიტიზაციის შემთხვევაში" შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში საუბარია მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რაც ოლიმპიადის „პოლიტიზებას“ ისახავს მიზნად და წინააღმდეგობაში მოდის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სურვილთან. საქართველოს პოლიტიკური ელიტა აღაშფოთა მოსკოვის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი, რომელიც ქართული ჯარის ნაწილებსა და სამხედრო ობიექტებს ბომბავდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს. ამასთან, თბილისი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ ერთგულია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების არჩეული თანამიმდევრული კურსის, თუმცა ყურადღებით აკვირდება სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და „მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა.
XS
SM
MD
LG