Accessibility links

logo-print

რუსეთი ლიტვიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს


რუსეთმა რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა ლიტვიდან, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნაა და აქტიურად უჭერს მხარს კავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას“. რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ, „როსპოტრებნადზორმა“ ორშაბათს ამ გადაწყვეტილების მიზეზად პროდუქციის ხარისხის დაასახელა. თუმცა, კრემლის ნაბიჯი, საერთაშორისო ასპარეზზე უპირატესად აღიქმება, როგორც ზეწოლის მოხდენა ბალტიისპირეთის იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მასპინძლობისათვის ემზადება. ამ სამიტზე ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო, აპირებენ კიდევ უფრო მჭიდროდ დაუახლოვდნენ ევროკავშირის. სამიტამდე რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა მოლდავეთსა და უკრაინაზე, რომლებიც ნოემბრის ვილნიუსისა სამიტზე ევროკავშირისგან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შეთავაზებას ელოდებიან. გასულ თევზში რუსეთმა უკვე გაართულ საბაჟო პროცედურები ლიტვური პროდუქციისათვის, რასაც ლიტვისგან მოჰყვა გაფრთხილება, რომ მოსკოვი ამ ნაბიჯებით რისკის ქვეშ აყენებს 28 წევრისგან შემდგარი ევროკავშირთან ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG