Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შემაშფოთებელს უწოდებს ლიტვიდან იმპორტის აკრძალავს


ფრედერიკ ვენსანმა, ევროკავშირის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიის წარმომადგენელმა რუსეთის მიერ ლიტვის წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, შემაშფოთებელი უწოდა. „წარსულშიც ვყოფილვართ მოწმენი რუსეთის მხრიდან ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პროდუქციის აკრძალვისა. ჩვენ კვლავინდებურად ვაცხადებთ, რომ როდესაც საქმე ეხება საკვების უსაფრთხოებას, ევროკავშირს ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სისტემა აქვს და ზოგჯერ შესაძლოა იგი გარკვეულწილად განსხვავდებოდეს პროდუქციის უსაფრთხოების იმ წარმოდგენასთან, რაც რუსეთს აქვს. თუმცა, ჩვენ კვლავინდებურად ვაპირებთ მათთან მოლაპარაკებას შექმნილი ვითარების რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგების მიზნით,“ -განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. რუსეთმა რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა ლიტვიდან, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნაა და აქტიურად უჭერს მხარს კავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას“. რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ, „როსპოტრებნადზორმა“ ორშაბათს ამ გადაწყვეტილების მიზეზად პროდუქციის ხარისხის დაასახელა. თუმცა, კრემლის ნაბიჯი, საერთაშორისო ასპარეზზე უპირატესად აღიქმება, როგორც ზეწოლის მოხდენა ბალტიისპირეთის იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მასპინძლობისათვის ემზადება.
XS
SM
MD
LG