Accessibility links

logo-print

მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალი გაიხსნა


ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის წლისთავზე მოსკოვში, „ნოვაია გაზეტას“ რედაქციის შენობაზე ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლეს. იგი ცნობილი იყო ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებითა და უფლებადაცვითი საქმიანობით. მემორიალი გახსნის ცერემონიას ასობით ჟურნალისტი, უფლებათადამცველი და პოლიტიკოსი ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG