Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა კონფერენცია ”საქართველო ვილნიუსის სამიტის წინ”


თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”საქართველო ვილნიუსის სამიტის წინ - პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში.” კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პარლამენტების დეპუტატებმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. საერთაშორისო კონფერენციისას განხილული იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მიიღეს ადგილობრივი კანონმდბელობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მიზნით.
XS
SM
MD
LG