Accessibility links

logo-print

არასრულწლოვანი პატიმარი გარდაიცვალა ქუთაისის საპყრობილეში


ქუთაისის N2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. "ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრულწლოვანის გარდაცვალება. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი. 24 საათიც არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, თუმცა ეს იყო მისი მეორე პატიმრობა. დღის განმავლობაში იგი რამდენჯერმე მოინახულეს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
XS
SM
MD
LG