Accessibility links

logo-print

ჯოხარ ცარნაევს შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენონ


ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენონ. როგორც ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მას ბრალად ედება, შტატ მასაჩუსეტსში პოლიციელის მკვლელობა. ბრალდება ირწმუნება, რომ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით ჯოხარ ცარნაევმა და მისმა უფროსმა ძმამ, ტამერლანმა, ბოსტონის აფეთქებიდან სამ დღეში მოკლეს. პოლიციელის გვამი მის მანქანაში იქნა აღმოჩენილი. შეგახსენებთ, რომ ტამერლან ცარნაევი პოლიციელებთან შეტაკებისას დაიღუპა, ჯოხარ ცარნაევი კი სამართალდამცავებმა ბოსტონის მახლობლად ერთ-ერთი სახლის ეზოში დამალული აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია მოითხოვენ თუ არა ფედერალური პროკურორები ცარნაევისათვის სასჯელის უმაღლეს ზომას, სიკვდილით დასჯას. შტატ მასაჩუსეტში სიკვდილით დასჯა აკრძალულია. ასე რომ, თუკი ცარნაევს ბრალი დაუმტკიცდა მას სამუდამო პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG